ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. აგრეთვე გახანგრძლივდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა, აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში იმოქმედებს 27 აპრილამდე. ამავე ვადით აკრძალულია ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში და ბათუმში შესვლა და გასვლა.
ამასთან, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც კრძალავს გადაადგილებას 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში. აგრეთვე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტი პირის შეკრება, ხოლო პირთა შორის დისტანციისათვის დადგენილია 2 მეტრიანი მანძილი. იკრძალება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინ ვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.
საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული წესები და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი დეტალურად იხილეთ ბმულზე
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4830610?publication=24